logo_geo
eng_logo
ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს კანისა დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა
- +

7 აგვისტო. 2022. 17:13

 

 

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს კლინიკის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„ბრალი წარედგინა მკვლელობის მცდელობის მუხლით და ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. ადრე მიცემულ ჩვენებას ის მთლიანად დაეთანხმა, დაადასტურა რომ მის მიერ მოხდა ამ გასროლის განხორციელება, თუმცა ამბობს, რომ მას არ სურდა გალდავას მოკვლა, უბრალოდ გასროლა განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ მისი შეშინების მიზნით. გასროლა განხორციელდა ერთხელ“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა კახა შონიამ.

 

დაკავებული მედიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადებში იმსჯელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner