logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: იმის მაგივრად, ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა, მუხათგვერდის სასაფლაოზე ადიან, პოზიორობენ და თარიღებზე გველაპარაკებიან, 7-ში „აღვნიშნოთ“ ომის დაწყება თუ 8-ში
- +

7 აგვისტო. 2022. 18:32

 

 

„ალბათ, ჩვენი ბრალია, ესენი ამ უსაზღვრო უტიფრობას რომ ბედავენ! იმის მაგივრად, ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა და სოროებში შეძვრენ, ესენი მუხათგვერდის სასაფლაოზე ადიან, პოზიორობენ და აქ თარიღებზე გველაპარაკებიან, 7-ში „აღვნიშნოთ“ ომის დაწყება თუ 8-ში“, - ამის შესახებ პოლიტიკოსი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, იმ ბიჭების საფლავებს უსინდისოდ ადგანან თავზე, ვისი ცხედრებიც ბრძოლის ველზე მიატოვეს, თვითონ კი ქვეყნის სხვადასხვა საზღვრები აატალახეს

 

„ალბათ ჩვენი ბრალია, ესენი ამ უსაზღვრო უტიფრობას რომ ბედავენ! იმის მაგივრად ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა და სოროებში შეძვრენ, ესენი მუხათგვერდის სასაფლაოზე ადიან, პოზიორობენ და აქ თარიღებზე გველაპარაკებიან, 7-ში „აღვნიშნოთ“ ომის დაწყება თუ 8-ში… იმ ბიჭების საფლავებს უსინდისოდ ადგანან თავზე, ვისი ცხედრებიც ბრძოლის ველზე მიატოვეს, თვითონ კი ქვეყნის სხვადასხვა საზღვრები აატალახეს! ტერიტორიები დაკარგეს, რუსთაველზე გამარჯვება გვაზეიმეს, ევროსაბჭოში ჩვენს სამხედროებს კასეტური ბომბების გამოყენება დააბრალეს, შემოსული მილიარდობით დოლარი ჯიბეში ჩაიდეს, მთელი ენერგორესურსები რუსეთს გადასცეს, ომიდან რამდენიმე წელიწადში ცალმხრივად მოხსნეს სავიზო რეჟიმი, დღემდე უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან და რუსეთიდან რუბლებში ფინანსდებიან! ესენი რუს ქალებთან და ბავშვებთან არიან დიდ გულზე, თორემ რუსის ჯარისკაცს რომ ხედავენ, წითელ ხიდზე გარბიან!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner