logo_geo
eng_logo
პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

7 აგვისტო. 2022. 19:39

 

 

საქართველოს პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო, ბრალდებულმა სამედიცინო დაწესებულებაში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში სცადა კოლეგის მოკვლა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით, რაც ვერ განახორციელა საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელშეშლის გამო. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner