logo_geo
eng_logo
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ეს ოლიმპიადა იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სპორტის ისტორიაში
- +

21 აგვისტო. 2016. 14:50



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართველ სპორტსმენს გენო პეტრიაშვილს რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა. მისი შეფასებით, პეტრიაშვილი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.


მინისტრი იმედოვნებს, რომ მომდევნო თამაშები ქართველი სპორტსმენებისთვის ასეთივე წარმატებით დასრულდება. მისი თქმით, ეს ოლიმპიადა ერთ-ერთი წარმატებული იქნება ქართული სპორტის ისტორიაში.



მინდა ჩვენს გულშემატკივრებს მივულოცო ქართველი ფალავნის მორიგი წარმატება. ძალიან კარგად გამოვიდა. განსაკუთრებით დამაჯერებელი იყო ბრინჯაოს მედლისთვის მისი ბრძოლა. ახალგაზრდა ფალავანია. პირველი ოლიმპიადა იყო, ყველაფერი წინ აქვს. ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება და იმედია, რომ მომდევნო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ოქროში გადაცვლის. ჩვენ იმედი გაქვს, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი ფალავნებიც ივაჟკაცებენ და მორიგი ახალი წარმატებით დავასრულებთ ოლიმპაიდას. ეს ოლიმპიადა ცალსახად იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სპორტის ისტორიაში", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნევი 10:0 დაამარცხა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner