logo_geo
eng_logo
Reuters: ისრაელი და პალესტინელი მებრძოლები დაზავებაზე შეთანხმდნენ
- +

7 აგვისტო. 2022. 20:17

 


„ისრაელი და პალესტინელი ჯიჰადისტი მებრძოლები 7 აგვისტოს საღამოდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ“, - ამის შესახებ Reuters ეგვიპტელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

 

ეგვიპტელი ანონიმური წყაროს განცხადებით, ისრაელი დათანხმდა წინადადებას და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (საქართველოს დროით 21:00 საათზე) ცეცხლი შეწყდება.

 

ისრაელისა და ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაადასტურეს და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ კაიროსთან კონტაქტი აქვთ.

 

ცნობისთვის, 5 აგვისტოს ისრაელმა პალესტინის ისლამური ჯიჰადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

 

ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს შემდეგ, ისრაელის მიმართულებით პალესტინიდან თითქმის 400 რაკეტა გაისროლეს.

 

აღნიშნული დაძაბულობა არის ყველაზე სერიოზული ესკალაცია ისრაელსა და ღაზას შორის 2021 წლის მაისში 11-დღიანი კონფლიქტის შემდეგ, რის შედეგადაც 200-ზე მეტი პალესტინელი და ათეულობით ებრაელი დაიღუპა.

 

ჰამასი, ამ რეგიონში მებრძოლთა ყველაზე დიდი დაჯგუფება, რომელსაც ისლამური ჯიჰადის მსგავსი იდეოლოგია აქვს, ჯერჯერობით დუმს და კონფლიქტში ღიად არ ჩარეულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner