logo_geo
eng_logo
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავდგეთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
- +

7 აგვისტო. 2022. 20:48

 

 

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჟოლი, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, „ტვიტერზე“ წერს.

 

„14 წელი გავიდა რუსეთის საქართველოში შეჭრიდან, რასაც ათასობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება მოჰყვა, ბევრი ადამიანი იძულებულია, დღემდე, ოკუპაციის პირობებში იცხოვროს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავდგეთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს მელანი ჟოლი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner