logo_geo
eng_logo
ქართული ფილმის „დიდი შესვენება“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება
- +

7 აგვისტო. 2022. 21:03

 

 

„დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. ფილმს აჩვენებენ საკონკურსო სექციაში „აღმოჩენები“, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

 

„დიდი შესვენება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და დავით ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია.

 

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელიც კანადაში 1976 წლიდან იმართება.

 

წელს ფესტივალი 8-18 სექტემბერს ჩატარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner