„დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. ფილმს აჩვენებენ საკონკურსო სექციაში „აღმოჩენები“, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„დიდი შესვენება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და დავით ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია.
ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელიც კანადაში 1976 წლიდან იმართება.
წელს ფესტივალი 8-18 სექტემბერს ჩატარდება.