logo_geo
eng_logo
რუმინეთის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება
- +

7 აგვისტო. 2022. 21:32

 

 

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

 

„რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner