ლატვიის სახელმწიფო პოლიცია რუსეთის გენერალურ საკონსულოებს, რომელთა თანამშრომლები ადრე ქვეყანაში არასასურველ პირებად გამოცხადნენ, აღარ დაიცავს.
აპრილში ამ გენერალური საკონსულოების მუშაობაზე თანხმობის გაუქმება გადაწყდა, რითაც რუსეთის საკონსულო წარმომადგენლობები ლატვიაში დაიხურა. ყველა გარიცხულ თანამშრომელს ქვეყანა 30 აპრილამდე უნდა დაეტოვებინა. გადაწყვეტილება უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად იქნა მიღებული.
საკონსულოების წარმომადგენლების ნაწილს ლატვია ჯერჯერობით არ დაუტოვებია.
შეგახსენებთ, მანამდე ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაც შეაჩერა.