სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გვირგვინით შემკობის ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.