logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო
- +

21 აგვისტო. 2016. 14:52


 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.




„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს.

 

ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს - საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ცივილიზებული სამყაროს წინაშე მდგარ ამ უდიდეს გამოწვევას. გვჯერა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება მის დასამარცხებლად", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner