logo_geo
eng_logo
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ბირთვული ტერორიზმი ზაპოროჟიეში და უკრაინის ყველა ბირთვული ელექტროსადგური უკრაინას გადასცეს
- +

7 აგვისტო. 2022. 22:40

 

 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

 

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ბირთვული ტერორიზმი ზაპოროჟიეში და უკრაინის ყველა ბირთვული ელექტროსადგური უკრაინას გადასცეს. შეწყდეს რუსული აგრესია, ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - წერს დიპლომატი.

 

მინისტრი ამ განცხადებით ჟოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა:

 

„ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ქმედებებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ. ეს არის ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული, უპასუხისმგებლო დარღვევა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი“.

 

მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner