logo_geo
eng_logo
კოვიდინფექციის დადასტურების შემდეგ პირველად, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლი დატოვა - ექიმის თქმით, მას ვირუსი აღარ აქვს
- +

7 აგვისტო. 2022. 23:20

 

 

„ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის ორჯერ დადასტურების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლი პირველად დატოვა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მედიის ინფორმაციით, ექიმისგან მიღებული კონსულტაციის შემდეგ, ბაიდენი მშობლიურ შტატში - დელავერში გაემგზავრა.

 

აშშ-ის პრეზიდენტს კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი 21 ივლისს ჰქონდა, თუმცა, მომდევნო დღეებში კოვიდტესტის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა. მორიგი ტესტირების დროს, 30 ივლისს, მას ვირუსი დაუდასტურდა. ბაიდენს, რომელიც 79 წლისაა, აცრა ორჯერ აქვს გაკეთებული.

 

CBS News, თეთრი სახლის ექიმზე დაყრდნობით, წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკვე კოვიდუარყოფითია და სხვებისთვის საფრთხეს არ ქმნის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner