ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
თვითმხილველების თქმით, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, ხოლო თანმხლები პირი კლინიკა “მედცენტრშია” მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა, მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მოქალაქე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი სავაჭრო ცენტრში შევარდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.