logo_geo
eng_logo
იტალიაში, მდინარე პოში წყლის დონის დაკლების შემდეგ, II მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს
- +

7 აგვისტო. 2022. 23:58

 

 

„იტალიაში, მდინარე პოს ხეობაში, სადაც, გვალვის შედეგად, წყლის დონემ მკვეთრად იკლო, იპოვეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში წყალი ფარავდა“, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

450-კილოგრამიანი ბომბი ქალაქ მანტუასთან ახლოს მდებარე სოფელში ნახეს. ის სამხედრო ექსპერტებმა გააუვნებელყვეს.

 

„ბომბი მეთევზეებმა მდინარე პოს ნაპირზე აღმოაჩინეს, გვალვით გამოწვეული წყლის დონის შემცირების გამო“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.

 

როგორც Reuters წერს, ვიდრე ბომბს გააუვნებელყოფდნენ, დაახლოებით 3 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დროებით დაიხურა საჰაერო სივრცე, ასევე, შეჩერდა სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner