„იტალიაში, მდინარე პოს ხეობაში, სადაც, გვალვის შედეგად, წყლის დონემ მკვეთრად იკლო, იპოვეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში წყალი ფარავდა“, - ამის შესახებ Reuters წერს.
450-კილოგრამიანი ბომბი ქალაქ მანტუასთან ახლოს მდებარე სოფელში ნახეს. ის სამხედრო ექსპერტებმა გააუვნებელყვეს.
„ბომბი მეთევზეებმა მდინარე პოს ნაპირზე აღმოაჩინეს, გვალვით გამოწვეული წყლის დონის შემცირების გამო“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.
როგორც Reuters წერს, ვიდრე ბომბს გააუვნებელყოფდნენ, დაახლოებით 3 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დროებით დაიხურა საჰაერო სივრცე, ასევე, შეჩერდა სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა.