გორის სამხედრო ბაზასთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი და ბავშვი დაიღუპნენ. მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად ხანძრი გაჩნდა.
ფაქტზე გამოძიება შსს კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.