რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი - ეს 2008 წლის ომის შედეგია.
ზუსტად 14 წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე, რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება.
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ განაგრძობს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.