logo_geo
eng_logo
კოსოვომ ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსი ქალი გააძევა
- +

8 აგვისტო. 2022. 00:57

 

 

მსოფლიოს ნაწილის მიერ აღიარებულმა კოსოვოს ხელისუფლებამ რუსი პროპაგანდისტი დარია ასლამოვა გააძევა.

 

ასლამოვა რუსული სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყო დაკავებული.

 

კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დარია ასლამოვა „არასასურველ პირად“ გამოაცხადა და კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა 7 წლის ვადით აუკრძალა. 

 

ცნობისთვის, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში ცალმხრივად გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner