ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა მეცხრე ტურში უკრაინის გუნდის წევრებთან ფრედ 2:2 ითამაშა. დღეისათვის 15 ქულით საქართველოს ნაკრებთან ერთად სატურნირო ცხრილს პოლონეთის, ინდოეთისა და ყაზახეთის გუნდები ლიდერობენ.
9 ტურში გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა, რომელმაც მეორე დაფაზე ანა მუზუჩუკი 49-ე სვლაზე დაამარცხა. ნანა ძაგნიძემ პირველ დაფაზე მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მარია მუჟიჩუკთან ყაიმი მე-19 სვლაზე გააფორმა. მერი არაბიძემ კი ნატალია ბუკსასთან წააგო.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ფილიპინების გუნდთან 2,5:1,5 იმარჯვა. გუნდს გამარჯვების ქულა ლევან ფანცულაიამ მოუტანა.
დღეისათვის საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი 12 ქულით 22-ე ადგილზეა.
მეათე ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი პოლონეთის, ხოლო ინდოეთის ნაკრები ყაზახეთის წინააღმდეგ ითამაშებს.