გორში ტრადიციული, სანთლების აქცია გაიმართა. ამ ფორმით, მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 14 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
რუსული ავიაიერიშის შედეგად, გორში მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაიღუპნენ, ქალაქი რუსეთის საჯარისო ნაწილებმა 13 აგვისტოს დაიკავეს და 22 აგვისტომდე იყო ოკუპირებული.