logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზას“ ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს
- +

8 აგვისტო. 2022. 11:05

 

 

„საქართველოს რკინიგზამ“ სატვირთო გადაზიდვების 2022 წლის პირველი 6 თვის შედეგები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში კომპანიამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში.

 

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს 2018 წლიდან ინარჩუნებს. გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია ყველა მიმართულებით. ესენია: ჩინეთი (6, 129 TEU), ყაზახეთი (7, 708 TEU), შუა დერეფანი (13, 837 TEU) და ბაქო-თბილისი-ყარსი (11,112 TEU). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაზიდვები მომატებულია შემდეგი სახეობის ტვირთებზე: მაზუთი (ყაზახეთიდან), ნედლი ნავთობი (ყაზახეთიდან), მეთანოლი (აზერბაიჯანიდან), კარბამიდი (თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან), შაქრის ნედლეული (შუა აზიიდან).

 

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის განცხადებით, კომპანიის მთავარი გამოწვევა ისევ უცვლელია: ,,ახალი ტვირთების მოზიდვა დერეფანში და მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner