logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას
- +

8 აგვისტო. 2022. 12:54

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

,,პატივს მივაგებთ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრით ყველა დაღუპულის წინაშე და ეს უდიდესი ტრაგედია, რაც ქვეყანამ გამოიარა, არასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენ მშვიდობიანი გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

 

გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომში დაღუპული მეომრები აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და მერიის წარმომადგენლებმა, ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.

 

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner