ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის გენერლის, ბენ ჰოჯესის განცხადებას, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება:
„გენერალ ჰოჯესს ვურჩევდი, მოიკითხოს, რამდენად იდენტურია ამერიკელი ხალხის აზრი, მისი და მისი კოლეგების აზრთან, ავღანეთში მათი 20-წლიანი მოღვაწეობის შედეგების შესახებ. ერაყზე და სირიაზეც დაინტერესდეს. იქნებ ჩვენზე ჭორაობის მადა გაუქრეს“, - წერს გოგა ხაინდრავა.
ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის აზრი იდენტური არ არის. გენერალი ჰოჯესი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, როგორი ურთიერთობა სურთ დასავლეთთან.