logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ხათუნა კალმახელიძე ნამდვილად სისხლის სამართლის დამნაშავეა!
- +

9 მარტი. 2016. 03:13



არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფო"-ს დამფუძნებელი, უფლებადამცველი ლალი მოროშკინა  პარლამენტში კვოტების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს.


როგორც მოროშკინამ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა, აუცილებელია გენდერული ბალანსის დასაცავად პარლამენტში კვოტები 50-50%-ზე განისაზღვროს და სიები პარიტეტულად გადანაწილდეს.



„რაც შეეხება კვოტირებას, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს უკვე მესამე რაუნდს ბრიუსელში და თუ მედია გააშუქებს ამას, ეს იქნება ძალიან საინტერესო საზოგადოებისთვის.  მოლაპარაკებები მიმდინარეობს კვოტირების თემაზე, უკვე ერთი წელია. ქალბატონი ინგრიდ ლიტენი არის ბელგიელი სენატორი, რომელმაც ძალიან კარგად დაგვიმარცვლა თუ რას ნიშნავს კვოტირება და გვითხრა ისიც, რომ ევროპელი ქალბატონები ძალიან გრძელი გზით მიდიოდნენ კვოტრებაზე, სადაც 50-50%-ზეა. თავიდან ჭიდაობა იყო 30%-ზეც, მაგრამ ისინი შეთანხმდნენ, რომ სიები გადანაწილებული იქნებოდა პარიტეტულად.

 

მესმის წუხილი, რომ ხელოვნურად შექმნილი არაფერი ვარგა. მაგრამ ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში, სადაც ძალიან ბევრი ქალბატონია გაწევრინაბეული და მათ შორის რეგიონებიდან არიან ძალიან ბევრი, საკმაოდ ძლიერები არიან, საკმაოდ კარგად ფლობენ სიტუაციას და არიან კარგი ლიდრები. 5 ათასიდან მინიმუმ 50 ქალი ვიცი, რომელიც ძალიან კარგი რეგიონალური მმართველი იქნება. ეს ეხება მაღალმთიან რეგიონებსაც და ა.შ."- განაცხადა მოროშინამ. ჟურნალისტის შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ცოტა ხნის წინ მისმა გვარმა ვიკილიქსში გაიჟღერა, მოროშინა პასუხობს:

 

„ეს იყო მიმოწერა ადეიშვილსა და სააკაშვლს შორის, სადაც ადეიშვილმა თქვა, რომ სანდრა რულოვსი არ იქნება მომგებიანი სიის პირველ ნომრად, რადგან მას დაუპირისპირდება ლალი მროოშკინა, რომელიც იცავს იმ ქალთა უფლებებს, რომლებიც ციხეებში არიან, ან ადრე იხდიდნენ სასჯელს და ეს პოლემიკაა მათ შორის გამართული.

 

ძალიან ბევრი ქალი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ, წუხდა, რომ მათ უკეთდებოდათ ოპერაციები და ძალიან ბევრს ამოჭრილი აქვს საშვილოსნო. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ცხოვრებამ მასწავლა, რომ უდანაშაულობის პეზუმცია ყოველთვის დაცული უნდა იყოს, ხელი არასდროს არავისკენ გამიშვერია, მითუმეტეს სანდრა რულოვსისკენ. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არსებობს ორი ან სამი ქალბატონი, რომელიც ადასტურებს, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ, არსებობს პროკურატურა, რომელმაც ეს უნდა გამოიძიოს, იმიტომ, რომ ძალიან მარტივია ვიღაცას რაღაცა დააბრალო.

 

ერთი, რისი თქმაც მე აპრიორად შემიძლია, არის ის, რომ ხათუნა კალმახელიძე ნამდვილად სისხლის სამართლის დამნაშავეა. იმიტომ, რომ თუნდაც ცემის ერთი ფაქტი რომ ყოფილიყო ციხეში, ამისთვის დასჯილი უნდა ყოფილიყო მინისტრი. ცემის ფაქტი კი იყო ათასობით."- განაცხადა მოროშკინამ.  


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner