logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტმა არ იცის, რა საქმინობითაა დაკავებული მისი პრესცენტრის ზოგიერთი თანამშრომელი
- +

21 აგვისტო. 2016. 16:32



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაჩნდა ერთ-ერთი გვერდი, რომელიც ჩვენი პარტიის ლიდერების გამონათქვამების ინტერპრეტაციითა და იმპროვიზაციით იყო დაკავებული. გვერდის ავტორები მიზანმიმართულად ცვლიდნენ და ამახინჯებდნენ ჩვენს მოსაზრებებს. მეტიც, საკუთარ ნაბოდვარს ჩვენს ციტატებად ასაღებდნენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ. ამ ფართოდ რეკლამირებული და დაფინანსებული გვერდის ავტორების გამოვლენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ სამსახურს მივმართე. ვიდრე ეს სამსახური შესაბამის ღონისძიებებს გაატარებდა, facebook-ის ადმინისტრაციამ გვერდი გააუქმა. ამასობაში, ინფორმაცია მომაწოდეს, რომ გვერდის ინკოგნიტო ავტორი (არც მეტი-არც ნაკლები) პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელია. სავარაუდოდ, გვერდის ფუნქციონირებისათვის ის პრეზიდენტის აპარატის რესურსებს, ანუ სახელმწიფო რესურსს იყენებდა. მინდა მჯეროდეს, რომ პატივცემულმა პრეზიდენტმა არ იცის, რა საქმინობითაა დაკავებული მისი პრესცენტრის ზოგიერთი თანამშრომელი და როგორ იყენებს პრეზიდენტის პრესსამსახურის რესურსს, - ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით. ისე, მსგავსი ტიპის კამპანიას მინიმუმ რამდენიმე თანამშრომელი და სახსრები სჭირდება. არა მგონია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის „ავატარს" ეს გვერდი საკუთარი ხელფასიდან დაეფინანსებინოს. ამ პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ „ავატარმა" მინდა იცოდეს, რომ... ვიცით, სადაც ზის და საიდანაც იკბინება", - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner