logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი: სამწუხაროდ, დღეს რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია
- +

8 აგვისტო. 2022. 19:19

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხის შემთხვევაში.

 

„სამწუხაროდ, დღეს რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. რუსეთი აუცილებლად იტყვის უარს ან შეეცდება მოატყუოს ხელშემკვრელი მხარეები.

 

ის [რუსეთი] სრულად იყენებს ექსპანსიონისტურ შესაძლებლობებს და უკრაინისთვის მიუღებელი სტატუს-კვოს წინ წაწევა სურს. აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი რუსეთისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

 

პოდოლიაკის თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა, დაიკავოს უკრაინის უფრო მეტი ტერიტორია, ამიტომ, პარალელურად, უამრავ დარტყმას აყენებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner