logo_geo
eng_logo
კრემლი: რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს
- +

8 აგვისტო. 2022. 19:20

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს.

 

სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის შეთავაზებაზე კითხვის საპასუხოდ, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ შეხვედრას, როდესაც ორივე მხარის მომლაპარაკებლები „საშინაო დავალებას შეასრულებენ“.

 

„უკრაინის დელეგაცია რადარიდან გაქრა, ახლა მოლაპარაკების პროცესი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დელეგაციები საშინაო დავალებას შეასრულებენ. ეს ახლა არ არის, ამიტომ შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს“, - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner