logo_geo
eng_logo
უკრაინის უშიშროების სამსახური: სამართალდამცველებმა რუსული სპეცსამსახურების მიერ ალექსი რეზნიკოვისა და კირილ ბუდანოვის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს
- +

8 აგვისტო. 2022. 19:57

 

 

უკრაინელმა სამართალდამცველებმა რუსული სპეცსამსახურების მიერ უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსი რეზნიკოვისა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

 

უშიშროების სამსახურმა აღკვეთა უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა და საზოგადო მოღვაწეთა შეკვეთილი მკვლელობების სერია.

 

ბოროტმოქმედები დაკავებულები იყვნენ თავდაცვის მინისტრისა და ჩვენი ქვეყნის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის და ასევე ცნობილი უკრაინელი აქტივისტის ფიზიკური ლიკვიდაციის მზადებით.

 

ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს აგენტი, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი. სპეცსამსახურების ცნობით, თითოეული სამიზნის ლიკვიდირებისთვის რუსი „კურატორები“ 100-დან 150 ათას დოლარამდე ანაზღაურებას იხდიდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner