აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებით, თუ რუსეთს მიეცემა უფლება, დააშინოს უკრაინა, შეიჭრას და დაიკავოს ტერიტორიები წინააღმდეგობის გარეშე, მაშინ ეს მთელ მსოფლიოში „სეზონის გახსნა“ იქნება.
„თუ დიდ ქვეყანას მივცემთ უფლებას, დააშინოს პატარას, უბრალოდ შეიჭრას მასში და დაიკავოს მისი ტერიტორია, მაშინ ეს იქნება სეზონის გახსნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, შტატები მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, აღუდგეს რუსეთს, რადგან უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს.