სწორედ ახალგაზრდებს ვაძლევ ახლა გზას. არავითარი დაპირისპირება არაა, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„დროა უკვე. 10 წელია, რაც ამ თანამდებობაზე ვარ. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემია უკან იხევს. დღევანდელი მონაცემები კიდევ უფრო დამამშვიდებელია, ვიდრე წინა სამშაბათის. თან მე მიყვარს, როცა გზას ვაძლევ ახალგაზრდებს, ამიტომ, სწორედ ახალგაზრდებს ვაძლევ ახლა გზას. არავითარი დაპირისპირება არაა. ახალი გუნდია, ძალიან კარგი. მოვიდა მეტი ახალგაზრდობა. მოგეხსენებათ, მე აღარ ვარ პატარა, დიდი ხანია, რაც ჯანდაცვის სისტემაში ვარ, ახლა დაგიწერთ მემუარებს, ეს 30 წელი რა ხდებოდა. ერთად გახლდით, ქალბატონი, თამარი, ბატონი ზურაბი და მე და ვისაუბრეთ როგორ უნდა იყოს ხავერდოვანი გადაცემა“, - აცხადებს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.