თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, დენის პუშილინის განცხადებით, მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებენ
„დარწმუნებით შემიძლია, დავადასტურო, რომ ტრიბუნალისთვის მზადება მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც ჩვენ განვაცხადეთ. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ანუ, ტრიბუნალი გარდაუვალია და ერთ-ერთი პირველი ტრიბუნალი იქნება მარიუპოლში“, – განაცხადა პუშილინმა.
მან, ასევე, დასძინა, რომ მზადდება შენობაც, სადაც ტრიბუნალი უნდა გაიმართოს. როგორც BBC წერს, მანამდე მარიუპოლის საქალაქო საბჭოში განაცხადეს, რომ ადგილობრივი ფილარმონიის სცენაზე ციხის საკნები განათავსეს, სავარაუდოდ ტრიბუნალი იქ გაიმართება.