logo_geo
eng_logo
Reuters: აშშ უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუწევს
- +

8 აგვისტო. 2022. 21:43

 

 

შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას დამატებით 4,5 მილიარდ დოლარს გადასცემს. აშშ-ის დახმარება კი 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 8,5 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს.

 

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინფორმაციით, პირველი ტრანში 3 მილიარდი დოლარი აგვისტოში იქნება. მათივე ცნობით, მანამდე, ივლისში უკრაინას 1,7 მილიარდი დოლარის ტრანში გადაეცა, ივნისში კი 1,3 მილიარდი დოლარი.

 

თანხები გამიზნულია უკრაინის მთავრობის ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად, მათ შორის მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მილიონობით იძულებით გადაადგილებული ადამიანის სოციალური და ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner