8 აგვისტოს რუსეთმა შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს.
განცხადებას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„2022 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ დიპლომატიური არხებით ოფიციალურად აცნობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით ტოვებს ინსპექტირების საქმიანობებს START-ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ობიექტების, რომლებიც ექვემდებარება ინსპექტირებას ამ ხელშეკრულებით. ეს ასევე ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლებზეც შეიძლება ჩატარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვენებები“,- ნათქვამია განცხადებაში.
ორმხრივი შეთანხმება, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ ითვალისწინებს თითოეული მხარისთვის ბირთვული ქობინების შემცირებას. შეთანხმება 1991 წლიდან მოქმედებს.