logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: რუსეთი ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ხელი შეუშალოს - ავრცელებს „ფეიკებს”, მაგრამ ტყუილი მიზანს ვერ აღწევს
- +

8 აგვისტო. 2022. 23:05

 

 

რუსეთი ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ხელი შეუშალოს - ავრცელებს ფეიკებსა და მანიპულაციებს, მაგრამ ტყუილი მიზანს ვერ აღწევს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

 

„ჯერ კიდევ აპრილის შემდეგ რუსები ცდილობენ ხელი შეუშალონ პარტნიორების პოლიტიკურ მზაობას უკრაინას იარაღი მიაწოდონ. რუსეთი ამაზე მაქსიმალურ ფსონს დებს - სადღაც თავისი ხელით და ბოტების ქსელით, სადღაც მათ მიერ დაფინანსებული აფილირებული მედიის დახმარებით, სადღაც ფილიგრანული შეღწევით ავტორიტეტულ უცხოურ მედიაში, სადღაც სასარგებლო იდიოტები უბრალოდ ეხმარებიან“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მანიპულაციები პრიმიტიული თუმცა სახიფათოა: თითქოსდა იარაღი ქრება ან შეიძლება მოხვდეს „არასათანადო ხელში“, „კვებავს კონფლიქტს და არ არეგულირებს მას“ და სხვა.

 

მინისტრის განმარტებით, უკრაინამ მსგავსი ტყუილის პირველი ტალღა ჯერ კიდევ მაის-ივნისში მოიგერია და ახლა რუსეთი მეორე წრეზე არის წასული.

 

„მე არ ვიცი Amnesty მანიპულატორული ანგარიში და CBS-ზე გამოსული ფილმი, დაკავშირებულია თუ არა რუსეთის ხელისუფლებასთან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ დაუდასტურებელი „შედევრების“ ავტორმაც და ორგანიზაციამაც მიაყენა უსამართლო და არაპროვოცირებული საინფორმაციო დარტყმა უკრაინას აბსოლუტურად სინქრონულად რუსულ პროპაგანდასთან“,- განაცხადა მინისტრმა.

 

ცნობისთვის, CBS-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ნათქვამია, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი უკრაინელ სამხედროებამდე არ მიდის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner