logo_geo
eng_logo
ანდრეი ერმაკი: რუსეთის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება მალე, ის ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად უნდა აღიარონ
- +

8 აგვისტო. 2022. 23:06

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს მიღებული სანქციები რუსეთის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ. მისი თქმით, რუსეთი უნდა აღიარონ როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყანა.

 

„რუსეთის ბირთვულმა შანტაჟმა არ იმუშავა ადრე და არ უნდა იმუშაოს არც ახლა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული მუქარის საუკეთესო პასუხი უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაციაა. როდესაც ტერორისტი აყენებს პირობებს, ამაზე პასუხი ძლიერი უნდა იყოს. რუსეთის ფედერაციის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება მალე, რუსეთის ფედერაციის მუქარის გამო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით. ანტირუსული კოალიციის გახლეჩა ვერ მოხდება. რუსეთი ცდილობს უკრაინის მიმართ ნდობისთვის ძირის გამოთხრას თავისი პროვოკაციებით, თუმცა საპასუხოდ ის აღიარებული უნდა იქნეს ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად“, - განაცხადა ერმაკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner