logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

21 აგვისტო. 2016. 16:42



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებს გამოთქვამს და აცხადებს რომ, საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს.

"მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვლმა. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner