logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: თითოეული დოლარი არის აგრესორის დამარცხებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება აშშ-ის მოწინავე მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა
- +

8 აგვისტო. 2022. 23:54

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ახალი 1 მილიარდი ოდნების პაკეტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ უკრაინის პირველი პირი „ტვიტერზე“ წერს.

 

ზელენსკის განცხადებით, მსგავსი დახმარების ნებისმიერი დოლარი აგრესორზე გამარჯვებას აახლოვებს.

 

„მადლიერი ვარ ამერიკელი ხალხისა და პერსონალურფად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინის უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი უპრეცედენტო 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის. მსგავსი დახმარების თითოეული დოლარი არის აგრესორის დამარცხებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ამერიკის შეერთებული შტატების მოწინავე მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner