logo_geo
eng_logo
მესტიაში მაშველებმა 70 წლის ტურისტი გადაარჩინეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში კლდეებს შორის იყო მოყოლილი
- +

9 აგვისტო. 2022. 00:15

 

 

მესტიაში მაშველებმა 70 წლის ტურისტი გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე, ირინა კვიციანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ის წერს, მამაკაცი უცხოეთის მოქალაქეა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

 

ტურისტს მაშველები ორი დღე-ღამის განმავლობაში ტყეში და კლდეებზე ეძებდნენ, რადგან მან მაშველებს არასწორი ადგილმდებარეობა მიუთითა.

 

მამაკაცმა, რომელსაც სმენის და მხედველობის პრობლემა აქვს, ორი ღამე წყვდიადში, 200 მეტრის სიმაღლეზე, საკვების და წყლის გარეშე გაატარა. საბოლოოდ კი მესტიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნდა მასპინძელ ოჯახს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner