logo_geo
eng_logo
ბენ ჰოჯესი: 2008 წელს დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა... ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია
- +

9 აგვისტო. 2022. 00:28

 

 

აგვისტოს ომის 14 წლის თავზე, ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში რუსული ომის შემდეგ დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანდა.

 

ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ დღეს ვითარება შეცვლილია და დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს.

 

„უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში, გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდისმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია, შეხედონ საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას“, - განაცხადა ჰოჯესმა.

 

ჰოჯესს საქართველოსთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მისი აზრით, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა ურთიერთობა სურს დასავლეთთან.

 

„დროა, საქართველომ გადაწყვიტოს რა სურს რეალურად. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი, ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობები. სურთ კი, ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, იქამდე ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს“, - აღნიშნა ჰოჯესმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner