logo_geo
eng_logo
პენტაგონი: თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია
- +

9 აგვისტო. 2022. 01:32

 

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია.

 

„რუსები უზარმაზარ მსხვერპლს იღებენ. ომში ბევრი გაურკვევლობაა, თუმცა ვფიქრობ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსებმა უკანასკნელი თითქმის 6 თვის განმმავლობაში დაკარგეს 70-80 ათასი ადამიანი. საუბარია საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და დაჭრილთა ერთობლიობაზე“, - აღნიშნა პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა.

 

მისივე თქმით, დანაკარგების რაოდენობა გასაოცარია რუსებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ვერ მიაღწიეს უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინის მიერ დასახულ ვერცერთ მიზანს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner