logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია ელენე ხოშტარიაზე: ქალს ყოველ თვე რუბლები ერიცხება და სხვას უწოდებს რუსეთთან მიბმულს
- +

9 აგვისტო. 2022. 14:59

 

 

„რა გაწრთვნილია ამ რუსულ კაგებეში ასეთი, რომ არც წყნარდება? რუბლოვნა რომ ვინმეს ღალატზე და მით უმეტეს რუსეთს ახსენებს რატომ ღმერთი არ იცინის? ქალს ნამღერი აქვს დიდი სიამაყითა და გულზე ხელის დადებით - სერგეი ლავროვის მიერ დაწერილი ჰიმნი, თავისი ცრემლის წამოცდენითა და ტანში ჟრუანტელის გავლით“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას.

 

„არა რა, რა გაწვრთვნილია ამ რუსულ კაგებეში ასეთი, რომ არც წყნარდება? რუბლოვნა რომ ვინმეს ღალატზე და მით უმეტეს რუსეთს ახსენებს, რატომ ღმერთი არ იცინის? ქალს ნამღერი აქვს დიდი სიამაყითა და გულზე ხელის დადებით - სერგეი ლავროვის მიერ დაწერილი ჰიმნი, თავისი ცრემლის წამოცდენითა და ტანში ჟრუანტელის გავლით. მთელმა რუსეთმა იცის მგიმო-ელი ლьიაკას პაწრიოტიზმი (ოღონდ სამშობლო რუსეთის მიმართ) და საქართველოში რამდენს ბედავს? მართლა აღარ ვიცი ბრაზი სად წავიღო და ამავე დროს ვერ გამიგია, რატომ არ ვიღებთ იმ კანონს, რომელიც პოლონეთში მოქმედებს და რომლის მიხედვითაც, მგიმო-ელებს ეკრძალებათ ნებისმიერი აქტივობა და ითვლებიან რუსეთის აგენტებად? ხომ გვინდა ევროკავშირი? ჰოდა, პოლონეთიდან ეგ კანონი წამოვიღოთ, არ შეიძლება? ქალს ყოველ თვე რუბლები ერიცხება და სხვას უწოდებს რუსეთთან მიბმულს - სასწაული თუ გინდა!!! არა რა, უტიფრის ტრადიციული განმარტება ხოშტარიაზეა ერთი ერთში. „კაცმა მშობლები დახოცა და მოსამართლეს სთხოვდა, პატიმრობა არ გამოეყენებინა, ობოლი ვარო“, - წერს ლატარია ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner