logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიაზე: ამას წარმოდგენა თუ ჰქონდეს სინდისზე და მორალზე, მე ვიყო გავრილოვის სტუდენტი
- +

9 აგვისტო. 2022. 15:10

 

 

„ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს „უსინდისობაში“, პირველ ადგილს არავის დაუთმობდა... ეს მოსკოვში დაფრთიანებული „მამას ნებიერა“ და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას?“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პარტია „დროას“ ლიდერის  ელენე ხოშტარიასგანცხადებას, რომლის თანახმად ხოშტარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.

 

„ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს „უსინდისობაში“, პირველ ადგილს არავის დაუთმობდა... ეს მოსკოვში დაფრთიანებული „მამას ნებიერა“ და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას? არიან ადამიანები, რომელთაც „შუბლის ძარღვი“ არ აქვთ... ისეთებიც არიან, რომელთაც დროებიდან გამომდინარე გაიწყვიტეს... მაგრამ ამას წარმოდგენა თუ ჰქონდეს სინდისზე და მორალზე, მე ვიყო გავრილოვის სტუდენტი“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner