logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სენატორი რუბიო პუტინის გავლენის ქვეშ ხომ არ მოექცა?!
- +

9 აგვისტო. 2022. 15:28

 

 

ამერიკელი სენატორის მარკ რუბიოს განცხადების შემდეგ (დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით), კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ინტერესდება საქართველოში ამერიკის საელჩოს პოზიციით: „აბა, უკუღმა მედასავლეთეებო, თქვენი კომენტარები. ე მანდ რა ხდება?! საელჩოს ოფიციალური პოზიციაც საინტერესოა ქართული საზოგადოებისთვის. სენატორი რუბიო, პუტინის გავლენის ქვეშ ხომ არ მოექცა?! ჰა?“ - კითხულობს გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ, ფლორიდის შტატში, პალმ ბიჩში მდებარე დონალდ ტრამპის სახლში  გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ 8 აგვისტოს ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა: „სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში, თუმცა არასდროს გვინახავს ამერიკაში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner