კასპის მუნიციპალიტეტის ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ხანდაკში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის ცენტრალური გზის მიმდებარედ რკინაბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყო.
160 გრძივი მეტრის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაო შპს „მშენებლობა 2020“-მა აწარმოა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ადმინისტრაციული ერთეულის 2 სოფელზე: ზემო ხანდაკსა და კალოუბანზე გამოყოფილია 30 000 ლარი.
სოფელ კალოუბანში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მოპირკეთდება სოფლის ბოლოში არსებული წყარო და მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ფანჩატური.
მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, სოფლის კრებებზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით მიღებული პროექტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.