დღეს თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია.
BBC-ს ინფორმაციით აღნიშნულ ცნობას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აფეთქების უკან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" დგას, რომლის სამიზნე ქურთი წყვილის ქორწილი გახდა.
ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. 100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 17 ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გამოცემის თანახმად, თვითმკვლელს „ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი და 2 სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდა ბრალად.