logo_geo
eng_logo
თურქეთში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია
- +

21 აგვისტო. 2016. 17:24



დღეს თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია.


BBC-ს ინფორმაციით აღნიშნულ ცნობას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ავრცელებს.


თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აფეთქების უკან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" დგას, რომლის სამიზნე ქურთი წყვილის ქორწილი გახდა.


ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. 100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 17 ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გამოცემის თანახმად, თვითმკვლელს „ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი და 2 სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდა ბრალად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner