logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მოვუწოდებ ქართულ მედიას, პატივი ეცით საქართველოს მოსახლეობას არ დაუთმოთ დრო ელენე ხოშტარიას და რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სხვა ადამიანებს
- +

9 აგვისტო. 2022. 18:11

 

 

„დღეს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მორიგი მორიგი აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, განცხადებები რომელიც ქართველი ჯარისკაცის პირადი ინფორმაციის გავრცელებას შეეხება“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ინფორმაციის გაჟონვის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს და მის გავრცელებაში მმართველი გუნდის ან თავდაცვის სამინისტროს დადანაშაულება დანაშაულია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ,ვინ საუბრობს მმართველი გუნდის რუსულ კავშირებზე, ჰელენ ხოშტარია, დიახ, არ მოგესმათ ჰელენ ხოშტარია მთავრობას რუსეთუმეობას აბრალებს, ადამიანი რომელმაც აღიარა, რომ მისი ოჯახი რუსულ ფულს იღებს, სხვას რუსეთუმეობას აბრალებს, ნამდვილად პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. მხოლოდ საქართველოში შეიძლება, იღებდე რუსულ რუბლებს და სხვას რუსეთის აგენტობას აბრალებდე... პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთო, ხოშტარიამ კი დიდი ხანია მორალური წითელი ხაზები გადაკვეთა. პარადოქსებზე საუბარს გავაგრძელებ, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი უკრაინის მოქალაქეა, თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე, აღნიშნული პარტიის წევრები კი თითს სხვისკენ იშვერენ და რუსეთუმეობას აბრალებენ. მოვუწოდებ ქართულ მედიას პატივი ეცით საქართველოს მოსახლეობას არ დაუთმოთ დრო ელენე ხოშტარიას და სხვა რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner