აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა.
„მე ვფიქრობ, რომ ის მყიფე კრიზისშია. მას პრობლემები აქვს ეკონომიკასთან დაკავშირებით. ის შეშინებული ხულიგანივით იქცევა“, - აღნიშნა პელოსიმ.
მან, ასევე, დასძინა, „ჩინეთის პრეზიდენტი ჩვენს განრიგს არ ადგენს“.
ცნობისთვის, პელოსი აშშ-ის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებიდან პირველია ბოლო 25 წლის განმავლობაში, ვინც ტაივანს ეწვია. ვიზიტმა ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია.